რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?
1ზრდის დამუხრუჭების ძალას
2უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
3უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
4ზრდის ჰაერის წნევას
ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში, რესივერი უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას.
# 1655
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
2დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
3დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
4უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
# 1656
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს?
1მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს და გააფრთხილოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში
2მძღოლმა უნდა განუცხადოს მგზავრს, რომ აპირებს პოლიციაში დარეკვას, ხოლო თუ იგი გააგრძელებს აგრესიულად მოქცევას იძულებით ჩამოსვას ავტობუსიდან
3აგრესიული მგზავრის შეშინების მიზნით განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება
თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს ავტობუსის მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს, და გააფრთხილოს რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში.
# 1657
ავარიულ გასასვლელად ავტობუსში შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1მხოლოდ საავარიო გასასვლელი ფანჯრები
2ავარიული გასასვლელის კარები, ლუქი და ფანჯრები
3მხოლოდ ის კარებები, რომლებიც ავარიის დროს ავტომატურად იხსნება
ავარიულ გასასვლელად ავტობუსში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავარიული გასასვლელის კარები, ლუკი და ფანჯრები.
# 1658
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით?
1მაქსიმალურად მიუახლოვდეს უკნიდან, რათა აიძულოს იგი გაზარდოს სიჩქარე
2უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა
3იმოძრაოს უსაფრთხო დისტანციაზე და ხმოვანი სიგნალის მიცემით მოსთხოვოს მას მოძრაობის შეფერხების შეწყვეტა
თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით ავტობუსის მძღოლმა უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემაა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა.
# 1660
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
2განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
# 1661
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
1არ შეიძლება
2შეიძლება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
# 1662
გადამზიდველი პასუხს აგებს:
1მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
2მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის პირელი პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.
# 1663
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
# 1695
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
2დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
3სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
# 1696
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
3დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
# 1697
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
2უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
3ისე, როგორც რეალურადაა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
# 1698
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
2მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
3სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.
# 1725
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
2მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
3მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
4მხოლოდ საბურავების
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.
# 1727
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
2პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
3მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
4სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
# 1728
თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):
1ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
2მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
3მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.
# 1729
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?
1პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
2ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
3მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
4კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
# 1737
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
2უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
3დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.
# 1742
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
2სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
3მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
განმარტება მალე დაემატება...
# 1743
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ: