აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?
1აქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება
2აქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში
3არა აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
# 954
თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:
1გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი
2შეწყვიტოს გასწრება
3მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.
# 955
თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
# 956
თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით
2ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
3სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.
# 957
ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?
1არ არის ნებადართული
2ნებადართულია ნებისმიერ გზაზე, რომლის შუაში არ არის ტრამვაის ლიანდაგი
3ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
4ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.
# 959
სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
1ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
2ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია
3გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
4გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
# 961
თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის იმყოფება:
1მთავარ გზაზე
2ავტომაგისტრალთან გათანაბრებულ გზაზე
3მეორეხარისხოვან გზაზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფრის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ იგი მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.
# 962
თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები
2საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.
# 963
აქვს თუ არა უფლება მძღოლს გავიდეს გზაჯვარედინზე, რომელზეც შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით განივი მიმართულებით მოძრაობისთვის შექმნას დაბრკოლება?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება, თუ შუქნიშნის სიგნალი იძლევა მოძრაობის უფლებას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
# 964
საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:
1მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ
2შეანელოს სიჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
3ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნოს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აღნიშნული პრობლემის შესახებ
4ჩართოს შორი განათების ფარები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
# 966
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს ხერხემალი, იგი უნდა:
1დავაწვინოთ გვერდზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე, ამოვუდოთ ბალიში თავქვეშ
2დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხერხემლის დაზიანების დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში.
# 968
არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:
1შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად
2საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად
3მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.
# 969
წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე და მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს:
1მხოლოდ ახლო განათების ფარებთან ერთად
2მხოლოდ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
3შორი და ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
4მხოლოდ შორი განათების ფარებთან ერთად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.
# 970
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ხერხემლის დაზიანება მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
2გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
3მჯდომარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
ყველაზე საშიშია დაზიანებული ხერხემლით დაშავებულის ტრანსპორტირება. ხერხემლის ოდნავ გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის გაწყვეტა, ამიტომ თუ ეჭვი გვეპარება დაშავებულის ხერხემლის დაზიანებაზე, აკრძალულია მისი დაჯდომა ან ფეხზე დგომა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დავაწვინოთ სწორ და მაგარ ზედაპირზე (ხის დაფა, ფიცარი და სხვა მსგავსი). იგივე საგნები გამოიყენება ტრანსპორტირებისათვის.
# 972
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ჩაირთოს:
1ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
2ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3შორი განათების ფარები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.
# 974
თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:
1თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი
2წითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი
3წითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი.
# 975
თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი უნდა იყოს:
1თეთრი ფერის
2ყვითელი ფერის
3წითელი ფერის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.
# 976
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:
1მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
2მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
4მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.
# 977
თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:
1200 მეტრის მანძილზე
2300 მეტრის მანძილზე
3150 მეტრის მანძილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე.