რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მოპედის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
# 526
ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობის შემთხვევაში, თუ არ შეფერხებს ქვეითთა მოძრაობას, ტროტუარზე გადაადგილების უფლება აქვს:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2მოპედის მძღოლს
3ველოსიპედის მძღოლს
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.
# 527
აკრძალულია თუ არა ავტომობილით მოპედის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
# 535
გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
120 წუთზე მეტი ხნით
215 წუთზე მეტი ხნით
35 წუთზე მეტი ხნით
4მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
# 997
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
1მხოლოდ წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
2წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
3მხოლოდ უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.
# 1270
რომელ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ველოსიპედის მძღოლს
2მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
# 1333
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე აღარ შეიძლება გამოვიდეს ცალკეული საქონელი
2ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე კიდე შეიძლება გამოვიდეს ჯოგს ჩამორჩენილი ცალკეული საქონელი
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე შეიძლება გამოვიდეს ერთეული ცხოველები.
# 1335
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
2მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
3მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
4რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.
# 525
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ გზაზეა აკრძალული ველოსიპედისა და მოპედის მარცხნივ მოხვევა ან მობრუნება?
1მხოლოდ იმ გზებზე, რომლებზედაც თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია
2გზებზე, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია
3მხოლოდ იმ გზებზე, სადაც ტრამვაის ლიანდაგია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.