რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:
1როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ქვეითის მიმართ
2მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ ქვეითის მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
# 266
თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, ქვეითის გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც:
1გამყოფი ზოლია და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
2არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
# 503
რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
2მხოლოდ ქვეითების მიმართ
3მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
4მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
# 513
აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?
1არ აქვთ უფლება
2აქვთ უფლება, ვინაიდან საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
# 515
საცხოვრებელ ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
160 კმ/სთ სიჩქარით
220 კმ/სთ სიჩქარით
340 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
# 519
რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მოპედის მძღოლის მიმართ
3როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ
4მხოლოდ ქვეითების მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
# 533
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ქმედების განხორციელება არ არის აკრძალული ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში?
1ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამჭოლი მოძრაობა
2ჩართული ძრავით სატრანსპორტო საშუალების დგომა
3სასწავლო სვლა
4იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
# 534
ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:
1მძღოლებს
2ქვეითებს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.