სარკინიგზო გადასასვლელთან მიახლოებისას, აგრეთვე მასზე გავლისას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი:
1ვალდებულია სწრაფად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი, ამასთან გადასასვლელის წინ სხვა სატრანსპორტო საშუალების დგომის შემთხვევაში, შემოუაროს მას საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით
2უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით, ამასთან რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას)
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით; ამასთანავე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა უნდა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას).
# 455
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
2ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
3მხოლოდ კვადროციკლის მძღოლს
4მხოლოდ ტრაქტორის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ქვეითების, ცხოველების, ველოსიპედების, მოპედების, ავტომობილებისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ავტომაგისტრალზე გადაადგილდებიან უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად). ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტებში მოძრაობა ნებადართულია T და S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით.
# 462
დასახლებულ პუნქტში სამარშუტო ავტობუსის მძღოლი იწყებს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1როგორც უპირატესობის მქონემ, სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა
2შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
# 464
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება, დაუსახლებელ პუნქტში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იწყებს გამოსვლას გასაჩერებელი პუნქტიდან?
1სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
# 468
ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?
1არ ეკრძალება
2ეკრძალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი -მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება.
# 481
მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ ყვითელი ავტომობილის მძღოლი იწყებს მოძრაობას მგზავრების ჩამოსხმის შემდეგ, ხოლო შავი ავტომობილის მძღოლი ჩერდება მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
1ყვითელი ავტომობილის მძღოლს
2შავი ავტომობილის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
# 483
მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
# 489
რომელი გაჩერებული ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი დასახლებულ პუნქტში იწყებს მოძრაობას მონიშნული გაჩერებიდან?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2ავტობუსის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
# 544
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2მხოლოდ ყვითელი ავტომობილს მძღოლს
3მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს
4მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
# 941
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
# 942
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
2სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
# 947
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
1მარცხენა მხარეს
2როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს
3მარჯვენა მხარეს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.
# 950
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
# 951
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
# 1048
ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
1რკინიგზის გადასასვლელზე
2გზაჯვარედინზე
3ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
4გვირაბში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.
# 1334
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:
1მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
2რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
3მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
4მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
# 393
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაშია ნებადართული გზის მარცხენა მხარეს, სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული თანხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე ურელსო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
2მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების შემთხვევაში
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამით ტრამვაის მოძრაობას არ შეექმნება დაბრკოლება
4მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
# 395
თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება:
1მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2მარცხნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
# 502
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ მოტოციკლების მძღოლებს
3სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
# 564
თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, მისი ბუქსირება:
1აკრძალულია
2დასაშვებია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.