2საქართველოს ტერიტორიაზე, შემოსასვლელებში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან
3საპატრულო პოლიციის საგუშაგოებთან
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ - იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.
# 1340
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
2ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
# 1341
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
2შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
3ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
# 1342
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება
2მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძლი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.
# 1379
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
3მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
# 1572
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1მხედველობის პირობებს
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
3მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
4თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
# 881
“ავტომატარებელი” არის:
1მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
2სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
3ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.
# 882
“ავტომზიდი” არის:
1ნებისმიერი 12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის
2სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად
3სატვირთო ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადასაზიდად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.
# 904
„ნახევარმისაბმელი“ არის:
1ორღერძიანი მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ხისტი გადაბმით ბუქსირებისათვის
2მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 51-ე პუნქტის თანახმად, „ნახევარმისაბმელი“ - მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი.
# 907
„სატვირთო ავტომობილი“ არის:
1ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი
2ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს
3ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 71-ე პუნქტის თანახმად, „სატვირთო ავტომობილი“ - ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.
# 917
“ღერძზე დატვირთვა” არის:
1სატრანსპორტო საშუალების ფაქტიური მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
2ქარხანა-დამამზადებელის მიერ დადგენილი ღერძზე დაწოლის მაქსიმალური მასა, რომელთა ჯამი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების სრული მასის ზღვარს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 88-ე პუნქტის თანახმად, „ღერძზე დატვირთვა“ - სატრანსპორტო საშუალების ფაქტიური მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები, განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.
# 939
თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც:
1დამოუკიდებელი ღერძები
2ერთი მთლიანი ღერძი
3ერთი მთლიანი ღერძი - არაწამყვანი ღერძის შემთხვევაში, დამოუკიდებული ღერძები - წამყვანი ღერძის შემთხვევაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 88-ე პუნქტის თანახმად, ღერძზე დატვირთვა არის სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.