რომელი მიმართულებით არის აკრძალული სასწავლო ავტომობილის მოძრაობა,თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
1მხოლოდ A მიმართულებით
2მხოლოდ B მიმართულებით
3როგორც A , ასევე B მიმართულებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
# 1137
აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა,თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
# 1138
აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა,თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
# 709
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
2ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
3კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
# 713
მოცემული საგზაო ნიშანი:
1ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
2კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
3კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
# 717
მოცემული საგზაო ნიშანი:
1ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით
2კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
3კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
# 719
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)
2მსუბუქი ავტომობილისაგან განსხვავებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად მისი სიჩქარისა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
# 725
მოცემული საგზაო ნიშანი:
1მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
2აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
3კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
# 727
მოცემული საგზაო ნიშანი:
1აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის (გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
2კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას
3კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.21 „გასწრების აკრძალვის დასასრული” - აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის („გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.
# 733
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას
2კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, მაგრამ არ კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას
3კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას, მაგრამ არ კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას.
# 744
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
1მხოლოდ III
2სამივე საგზაო ნიშნის
3მხოლოდ II
4მხოლოდ I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”.
# 747
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ III და IV
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ II და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 1.33 „ხერგილი“.
# 748
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
1მხოლოდ II, III და IV
2მხოლოდ I და IV
3მხოლოდ II და IV
4მხოლოდ I და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.27 „გაჩერება აკრძალულია”.
# 693
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
2კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებებით, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომლის საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს
3კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
# 705
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
2სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
3ერთ რიგში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.