მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები?
1III
2II
3I
4IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.26 „საგზაო სამუშაოები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს.
# 721
ქვეითმა, რომლიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით და სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე:
1როგორც ტროტუარზე, ასევე ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
2მხოლოდ ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
3მხოლოდ ტროტუარზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს.
# 807
გზაზე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს:
1მეხრეს სურვილისამებრ გზის ნებისმიერ მონაკვეთზე
2სავალი ნაწილის კიდესთან, ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად
3სავალ ნაწილზე მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.
# 609
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
1ყველა
2მხოლოდ I და II
3მხოლოდ I და IV
4მხოლოდ II და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის მაფრთხილებელი ნიშნები) 1.4.1-1.4.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.4.1 – 1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
# 613
მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით (მეორე ნიშანი) იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ:
1150 მეტრის მანძილზე
250 მეტრის მანძილზე
3100 მეტრის მანძილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე.