მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით?
1I
2IV
3II
4III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.13.1 და 1.13.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.13.1, 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ.
# 609
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
1მხოლოდ II და III
2მხოლოდ I და IV
3ყველა
4მხოლოდ I და II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის მაფრთხილებელი ნიშნები) 1.4.1-1.4.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.4.1 – 1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
# 613
მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით (მეორე ნიშანი) იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ:
150 მეტრის მანძილზე
2100 მეტრის მანძილზე
3150 მეტრის მანძილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე.