მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
2გამორთოს გადაბმულობა
3ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილი მძღოლმა, უნდა სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოვურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია.
# 1475
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
3მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
4მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვერდითი ინტერვალის გაზრდა მიზანშეწონილია როგორც მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას, ასევე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას და სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას.
# 1577
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
# 1579
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2როგორც სინამდვილეშია
3უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.
# 1591
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
1მხედველობის არე ფართოვდება
2მხედველობის არე ვიწროვდება
3მხედველობის არე არ იცვლება
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.
# 1608
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
3მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
4ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
# 1609
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
# 1635
ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
2მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
3მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.
# 1650
როგორ უნდა მოიქცეს უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება?
1სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
# 1655
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
2დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
3უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
4დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
# 1660
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
2ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
3განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
# 1696
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
2დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
3დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
# 1697
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3ისე, როგორც რეალურადაა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
# 1727
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
2მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
4პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
# 1652
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?
1შეწყვიტოს მოძრაობა
2ნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
3სახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას.
# 1654
რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?
1ზრდის ჰაერის წნევას
2უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
3ზრდის დამუხრუჭების ძალას
4უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში, რესივერი უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას.
# 1661
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
1შეიძლება
2არ შეიძლება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
# 1663
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
# 1664
ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება:
1სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი, ამასთან პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი
2ორ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გადამზიდველი და მიმღები, ამასთან პირველი პირი რჩება გადამზიდველს, ხოლო მეორე - ტვირთის მიღებასთან ერთად გადაეცემა მიმღებს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
# 1665
აქვს თუ არა გადამზიდველს ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობების შესაბამისი რაოდენობის ზედნადების შედგენის მოთხოვნის უფლება?
1არ აქვს უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზედნადების, მხოლოდ ორ ეგზემპლიარად შედგენა
2აქვს უფლება, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს
3აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი ვადა 60 კალენდარულ დღეზე მეტია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.