დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?
1დასაშვებია
2დაუშვებელია
3დასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.
# 987
ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია:
1მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება
2დასახლებულ პუნქტში ცალხრივ მოძრაობიან გზის სავალ ნაწილზე
3დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
# 989
დასახლებულ პუნქტებში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ:
1სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, სიგანე - 2 მეტრს
2სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია მისაბმელი
3დაცულია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი.
# 1306
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
2ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.
# 1314
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
1ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
2შორი ნათების ფარები
3ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.
# 821
არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.
# 470
არღვეს თუ არა ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს საგზაო ნიშნით აღნიშნულ განათებულ გვირაბში მოძრაობისას, თუ ჩართული აქვს მხოლოდ გაბარიტული სინათლეები?
1არღვევს
2არ არღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი.
# 1034
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
# 1035
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი საჭის მექანიზმის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
1არ დაარღვევს
2დაარღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
# 1725
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1მხოლოდ საბურავების
2მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
3მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.
# 1726
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?
1ავტომობილის საერთო სიგრძე
2ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე
3ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე
4ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების ტევადობის გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის საერთო სიგრძე.
# 1729
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?
1მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
2ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
3პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
4კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
# 1730
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
1მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
2მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
4მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.
# 1737
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
2დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
3უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.
# 1739
როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?
1სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე
2სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე
3სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე
4მისი გამოთვლა შეუძლებელია
ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.