რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
1მოპედის მძღოლს
2მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
# 521
გზებზე მოპედის მართვა ნებადართულია:
118 წლის ასაკიდან
212 წლის ასაკიდან
314 წლის ასაკიდან
416 წლის ასაკიდან
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.
# 524
ველოსიპედისა და მოპედის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად, ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
140-60 მეტრს
260-80 მეტრს
380-100 მეტრს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
# 526
ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობის შემთხვევაში, თუ არ შეფერხებს ქვეითთა მოძრაობას, ტროტუარზე გადაადგილების უფლება აქვს:
1ველოსიპედის მძღოლს
2მოპედის მძღოლს
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.
# 527
აკრძალულია თუ არა ავტომობილით მოპედის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
# 528
აკრძალულია თუ არა ავტომობილით ეტლიანი მოტოციკლის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ.
# 535
გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
1მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
25 წუთზე მეტი ხნით
315 წუთზე მეტი ხნით
420 წუთზე მეტი ხნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
# 537
აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
# 826
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
1ორი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
2ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს
3ერთი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
# 997
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
1წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
2მხოლოდ უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
3მხოლოდ წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.
# 1270
რომელ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2ველოსიპედის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
# 1333
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე კიდე შეიძლება გამოვიდეს ჯოგს ჩამორჩენილი ცალკეული საქონელი
2ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე აღარ შეიძლება გამოვიდეს ცალკეული საქონელი
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე შეიძლება გამოვიდეს ერთეული ცხოველები.
# 1335
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
2მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
3რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
4მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.