თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ხერხემლის დაზიანება მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
2გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
3მჯდომარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
ყველაზე საშიშია დაზიანებული ხერხემლით დაშავებულის ტრანსპორტირება. ხერხემლის ოდნავ გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის გაწყვეტა, ამიტომ თუ ეჭვი გვეპარება დაშავებულის ხერხემლის დაზიანებაზე, აკრძალულია მისი დაჯდომა ან ფეხზე დგომა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დავაწვინოთ სწორ და მაგარ ზედაპირზე (ხის დაფა, ფიცარი და სხვა მსგავსი). იგივე საგნები გამოიყენება ტრანსპორტირებისათვის.
# 1011
არტერიული სისხლდენის დროს სიცოცხლისათვის საშიში სისხლის რაოდენობა შეიძლება დაიკარგოს:
110-15 წთ-ის შემდეგ
25-10 წთ-ის განმავლობაში
32-5 წთ-ის განმავლობაში
დაშავებულის სიცოცხლისათვის საშიში სისხლის რაოდენობა არტერიული სისხლდენის დროს შეიძლება დაიკარგოს 10-15 წთ-ის შემდეგ.
# 1023
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
1ჭრილობა გარშემო დამუშავდეს იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი)
2კუნთოვანი ქსოვილი გათავისუფლდეს უცხო სხეულებისაგან და დაედოს ბაქტერიციდული საფენი
3ჭრილობაზე მოესხას იოდის ხსნარი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში ჭრილობა უნდა დამუშავდეს გარშემო იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი).
# 1027
როგორი სახის სახვევი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას?
1შურდულისებური
2თავთავისებური
3რვიანისებური
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას გამოიყენება რვიანისებური სახვევი.
# 1046
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
2გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში
3მჯდომარე მდგომარეობაში
4მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ტრანსპორტირება ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს უნდა მოხდეს მჯდომარე მდგომარეობაში.
# 1051
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო გონების დაკარგვის შემთხვევაში, იგი უნდა:
1დავაწვინოთ გვერდზე
2დავაწვინოთ ზურგზე
3დავსვათ
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო, გონების დაკარგვის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე.
# 1054
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა:
1დაუმუშავდეს იოდის ხსნარით
2გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით
3გაეწმინდოს სპირტით
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით.
# 1062
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაზიანებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს:
1გარე მხრიდან ტერფიდან მენჯამდე
2ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაშავებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე.
# 1063
აუცილებელია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურებზე სისხლდენის შემჩერებელი ლახტის დადების ზუსტი დროის აღნიშვნა?
1აუცილებელია
2არ არის აუცილებელი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი დადება მიზანშეწონილია კიდურის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ ერთი ძვალია (მხარი, ბარძაყი). ლახტი არ იდება უშუალოდ კანზე: მის ქვეშ აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბამბა, ნაჭერი, ტანსაცმელი. სწორად დადებისას ჭრილობიდან წყდება სისხლდენა, პერიფერიაზე ქრება პულსაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლახტის დადების ზუსტი დრო.
# 1064
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:
1წვივზე, ჭრილობის ზემოთ
2ბარძაყზე
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ბარძაყზე.
# 1071
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს პულსი?
1ყოველ 6 წუთში
2ყოველ 2 წუთში
3ყოველ 5 წუთში
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, ყოველ 2 წუთში ერთხელ უნდა მოხდეს პულსის შემოწმება.
# 1077
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია
3მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
4მხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
# 1078
თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული
2შემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
# 1079
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაში არ წარმოექმნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს ავარიის შედეგად დაშავებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვალდებულება?
1თუ მისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში განადგურდება ნაკვალევი, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
2თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მგზავრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4თუ აშკარაა რომ მას (მძღოლს) არ მიუძღვის ბრალი ავარიის მოხდენაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
# 1084
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
2მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
3გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში.
# 1190
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:
1დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
2დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
3დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხვთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.
# 1251
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის არსებობისას იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება, გამოიყენება:
1ჭრილობის მთელი ზედაპირის დასამუშავებლად
2ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის შემთხვევაში იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად.
# 1264
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს თვალზე აღენიშნება ჭრილობა, იგი უნდა:
1დავაწვინოთ ზურგზე და წამოვუწიოთ თავი წინ. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
2დავაწვინოთ გვერდზე ჯანსაღი თვალის მხარეს. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
3დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თვალის ჭრილობის დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე და თავი წამოვუწიოთ წინ. დაზიანებულ თვალზე უნდა დავადოთ სუფთა საფენი.
# 1265
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:
1იდაყვის ზემოთ, მხართან
2ჭრილობის ზემოთ იდაყვამდე
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ იდაყვის ზემოთ, მხართან.
# 1268
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრამვები თავის თმიან ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
1კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრაბმები თავის თმიან ადგილებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი.