ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?
1III
2II
3IV
4I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
# 680
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას
2ყველა სახის ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3მხოლოდ უეტლო მოტოციკლით მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.
# 709
მოცემული საგზაო ნიშანი:
1ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
2კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
3კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
# 713
მოცემული საგზაო ნიშანი:
1ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
2კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას
3კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
# 725
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
2აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
3მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
# 734
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით დგომას?
1მხოლოდ II
2მხოლოდ I და IV
3მხოლოდ IV
4მხოლოდ I და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 და 3.28 პუნქტების თანახმად: - საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას. - საგზაო ნიშანი 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.