ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
# 680
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ყველა სახის ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
2ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას
3მხოლოდ უეტლო მოტოციკლით მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.
# 709
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
2ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
3კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
# 713
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას
2ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
3კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
# 725
მოცემული საგზაო ნიშანი:
1მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
2აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
3კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
# 734
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით დგომას?
1მხოლოდ I და IV
2მხოლოდ I და III
3მხოლოდ IV
4მხოლოდ II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 და 3.28 პუნქტების თანახმად: - საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას. - საგზაო ნიშანი 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.