დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
2მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
3იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
# 999
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ბ) სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა.
# 1000
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა.
# 1001
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
1არ არღვევს
2არღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ბ) სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა.
# 1069
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
2მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
3დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
4არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
# 1484
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
2როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
3მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
4მხოლოდ საბურავების გადახურება
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭის მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება.
# 135
საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს:
1მხოლოდ დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები
2როგორც კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა, ასევე დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები
3მხოლოდ კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით იგი აღჭურვილი უნდა იქნეს სინათლეებით.
# 846
დასაშვებია თუ არა მსვლელობით მიმავალ ქვეითთა ჯგუფის სავალ ნაწილზე გადაადგილება?
1დაუშვებელია
2დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ორი კაცისა
3დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები. ქვეითთა ჯგუფებს, რომლებიც ორგანიზებულად გადაადგილდებიან ან მსვლელობით მიდიან, შეუძლიათ იარონ გზის სავალ ნაწილზე; ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მათი მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არაუმეტეს ოთხი კაცისა. ქვეითთა ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცი¬ლებ¬ლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარნებით (წინ – თეთრით, უკან – წითლით).
# 848
აქვს თუ არა უფლება ქვეითს სავალ ნაწილზე გადასვლისას გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან?
1არა აქვს უფლება
2აქვს უფლება მხოლოდ ცალმხრივმოძრაობიან გზებზე
3აქვს უფლება, თუ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-24 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე გადასვლისას ქვეითი არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა დაბრკოლების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში.
# 940
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, მოტოციკლის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
3სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.