1იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
2მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
3იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.
# 220
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა
2მხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში
3მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა
4მხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა - რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორებმა - ნავსადგურში.
# 1646
სად შეიძლება ბარგის განთავსება მოტოციკლზე?
1მოტოციკლის საჭის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, თანამბრად გადანაწილებით
2მოტოციკლის საწვავის ავზზე
3მოტოციკლის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე
მოტოციკლზე ბარგი შეიძლება განთავსდეს მოტოციკლის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე.
# 1647
ძირითად საყრდენზე მოტოციკლის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს შემდეგ გარემოებას:
1ძირითად საყრდენზე დაყენება შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ ხანმოკლე დროით
2ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი უნდა იყოს მყარი
ძირითად საყრდენზე მოტოციკლის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს გარემოებას, რომ ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი იყოს მყარი.
# 1659
მოტოციკლის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში:
1იგი არ არის ვალდებული გადაადგილებისას გამოიყენოს მოტოჩაფხუტი
2იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის
3იგი არ არის ვალდებული დღის ნათელ დროს გზაზე მოძრაობისას მოტოციკლზე წინ ჩართული ქონდეს ახლო განათების ფარა
მოტოციკლის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის.