ქვეითმა, რომლიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით და სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე:
1მხოლოდ ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
2როგორც ტროტუარზე, ასევე ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
3მხოლოდ ტროტუარზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს.
# 807
გზაზე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს:
1სავალი ნაწილის კიდესთან, ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად
2მეხრეს სურვილისამებრ გზის ნებისმიერ მონაკვეთზე
3სავალ ნაწილზე მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.